ამ გვერდზე წარმოდგენილია ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი, პროექტების შესახებ ინფორმაცია და აღწერა~This page presents the list of projects carried out by the center, information and description of the projects~На данной странице представлен список реализуемых проектов и их описание
“ამაგდარი მხატვრები”~”Honored artists”~”Заслуженные художники”
გურიის რეგიონში დაბადებული და მოღვაწე ხელოვანთა 70 წლისთავთან (50 წლის ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობა) დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ეწყობა მხატვრის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, იბეჭდება კატალოგი და გალერეის წინ იხსნება სახელობითი “ოქროს პალიტრა”. ~An event that commemorates the 70th anniversary (50th anniversary of fruitful creative activity) of artists who were born and worked in Guria. During this project, the center is holding an artist works exhibition, publishing a catalogue, and opening a ‘Golden Palette’ with the artist’s name in front of the gallery.~Юбилейное мероприятие, посвященное 70-летию (50-летию плодотворной творческой деятельности) художников, родившихся и работавших в Гурии. В рамках проекта центр проводит выставку работ художника, издает каталог и открывает перед галереей «Золотую палитру» с его именем.
“ზამთრის ვერნისაჟი” მოსწავლეთა ნამუშევრების სამხარეო გამოფენა-კონკურსი~Regional exhibition-competition of student works “Winter Vernissage”~Региональная выставка-конкурс студенческих работ «Зимний вернисаж»
პროექტი ხელს უწყობს რეგიონში სახვითი ხელოვნების ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვების წარმოჩენას, მათ თვითრეალიზაციასა და პოპულარიზაციას. კორკურსის ფარგლებში ოზურგეთის საჯარო სკოლისა და რეგიონის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების შეფასება ხდება ცალცალკე, სპეციალურად შედგენილი კომისიის მეშვეობით. ხელოვნების ცენტრის მიერ გაიცემა 15 ნომინაცია და მონაწილეობის სიგელები. გარდა ამისა კონკურსზე მოწვეული მუნიციპალიტეტის ოფიციალური პირები და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები აჯილდოვებენ მათ რჩეულებს. კონკურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს ცენტრი უმასპინძლდება საზეიმო ტორტითა და ლიმონათებით.~The goal of the project is to demonstrate gifted children of the region with talents in the visual arts, to support and develop their talent. As part of the competition, the works of students of the Ozurgeti public school and the regional art school are evaluated separately, through a specially formed commission. For participation in the competition, the Center awards certificates and announces the winners of 15 nominations. In addition, municipal officials and local business representatives invited to the competition award prizes to their favorites. After the competition, the center treats all participants with cake and lemonade.~Целью проекта является проявление одаренных детей региона c талантами изобразительного искусства, для поддержки и развития в них таланта. В рамках конкурса работы учащихся Озургетской государственной школы и областной школы искусств оцениваются отдельно, через специально сформированную комиссию. За участие в конкурсе Центр вручает сертификаты и обявляет победителей 15 номинаций. Кроме этого, приглашенные на конкурс муниципальные чиновники и представители местного бизнеса награждают призами своих фаворитов. После конкурса центр угощает всех участников тортом и лимонадом.
“ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვართა ხელშეწყობის პროექტი”~”Young talented artists promotion project”~”Продвижение молодых талантливых художников”
ცენტრი, როგორც პროფესიული ორგანიზაცია ზრუნავს რეგიონში მცხოვრები და მოღვაწე პერსპექტიული, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნებით დაჯილდოვებული ახალგაზრდების აღმოჩენაზე. ცდილობს წარმოაჩინოს ისინი, მისცეს სტიმული და შემოქმედებითი თვითრეალიზაციის მოტივაცია, უზრუნველყოს ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა.~The Center, as a professional organization, takes care of identifying promising young people living and working in the region who are gifted with creative thinking. Trying to present them to the general public, providing incentives and motivation for creative self-realization.~Центр, как профессиональная организация, заботится о выявлении перспективных молодых людей, живущих и работающих в регионе, одаренных творческим и креативным мышлением. Пытается их представить широкой публике, дав стимул и мотивацию к творческой самореализации.
პროექტის ფარგლებში ხდება მონაწილის სახატავი საშუალებებით უზრუნველყოფა და მასთან მუშაობა მთელი წლის განმავლობაში. შემდეგ ეწყობა გამოფენა და გამოიცემა ნამუშევრების კატალოგი.~Drawing tools are given to the participant as part of the project and a specialist is assigned to him for a year. Then comes the organization of an exhibition and the publication of a catalog of works.~В рамках проекта участнику предоставляются инструменты для рисования и с ним в течение года работает специалист. Затем организуется выставка и издается каталог работ.
“შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში”~”Creative Trip in Ozurgeti”~”Творческая командировка в Озургети”
“შემოქმედებითი მივლინება” ოზურგეთის მ. ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის ერთ-ერთი ნოვაციური პროექტია. მისი გლობალური მიზანი მხატვრობის პოპულარიზაცია და ადგილობრივ დონეზე ისეთი კულტურული პლატფორმის ჩამოყალიბებაა, რომელიც სახვითი ხელოვნების სხვადასხვა სფეროს დამწყებ თუ პროფესიონალ წარმომადგენლებს მისცემს შემოქმედებითი რეალიზაციისა და განვითარების საშუალებას.~“Creative Business Trip” is one of the innovative projects of the Merab Berdzenishvili Center for Contemporary Fine Arts. Its global goal is to popularize painting and create a cultural platform at the local level that will allow beginners and professional representatives of various fields of fine art to realize and develop their creativity.~”Творческая Командировка” одна из иновационных проектов Центра Современного Изобразительного Исскуства имени Мераба Бердзенишвили. Его глобальная цель – популяризация живописи и создание такой культурной платформы на местном уровне, которая позволит начинающим и профессиональным представителям различных сфер изобразительного искусства реализовать и развивать свое творчество.
პროექტის ძირითადი ამოცანაა ქართველი და უცხოელი ხელოვანების მოწვევა სტუდია-სახელოსნო “GurianART”-ის ჭერქვეშ; მათთვის საინტერესო, თავისუფალი შემოქმედებითი სივრცის შექმნა თვისობრივად ახალ გარემოში და ადგილობრივ კოლეგებთან ინტეგრაცია. პროექტის ფარგლებში, 2016 წლის ივლისიდან დაიგეგმა უცხოელი, თბილისელი და ოზურგეთელი მხატვრების ვორქშოფი შემოქმედებითი სტუდიის დაზგური გრაფიკის სახელოსნოში: მასტერკლასები, პლენერები; პროექტის ხანგრძლივობაა 10 დღე. პროექტის ბოლოს, ცენტრის საექსპოზოცოპ დარბაზში იმართება მოწვეულ მხატვართა ჯგუფური გამოფენა; გამოიცემა შესაბამისი ბუკლეტი.~The main goal of the project is to invite Georgian and foreign representatives of fine arts to the creative studio-workshop “GurianART”; create an interesting, free creative space for them together with local colleagues. As part of the project, since July 2016, master classes and/or plein airs by foreign, Tbilisi and Ozurgeti artists have been held in the easel graphics workshop of the creative studio. The duration of the project is 10 days.~Основная цель проекта пригласить в творческую студию-мастерскую “GurianART” грузинских и иностранных представителей изобразительного исскуства; создать для них интересное, свободное творческое пространство вместе с местными коллегами. В рамках проекта с июля 2016 года в мастерской станковой графики творческой студии проводятся мастер-классы и/или пленэры зарубежных, тбилисских и озургетских художников. Продолжительность проекта составляет 10 дней.
სტუდია-სახელოსნოს დაზგური გრაფიკის პროექტის ხელმძღვანელი, მხატვარ-გრაფიკოსი — ავთანდილ თავართქილაძე, დასახელებულია საქართველოს ფარგლებში, როგორც დაზგური გრაფიკის კოორდინატორი.~Graphic artist Avtandil Tavartkiladze, head of the easel graphics project at the studio-workshop, has been named the coordinator of easel graphics in Georgia.~Координатором станковой графики в Грузии назван художник-график Автандил Таварткиладзе, руководитель проекта станковой графики студии-мастерской.
პროექტის ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების ნაწილი, ავტორებთან წინასწარი შეთანხმებით, საჩუქრად გადაეცემა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის ფონდს.~Part of the works completed within the framework of the project, by prior agreement with the authors, is donated to the fund of the Contemporary Fine Arts Center of the Ozurgeti municipality.~Часть работ, выполненных в рамках проекта, по предварительному согласованию с авторами, передается в дар фонду центра современного изобразительного искусства имени Мераба Бердзенишвили муниципалитета Озургети.
პროექტი “შემოქმედებითი მივლინება” არის წარსულიდან პოზიტიური გამოცდილებისა და პრაქტიკის მიღების მცდელობა, გაუმჯობესებული სახით შეთავაზება იმ ხელოვანთათვის, ვისაც სამომავლოდ მოვიწვევთ შემოქმდებითი მივლინებით ოზურგეთში, რათა გაეცნონ ჩვენს მხარეს, ქალაქს, გაგვიზიარონ თავიანთი შემოქმედებითი გამოცდილება და შექმნან ახალი მხატვრული ნამუშევრები.~The “Creative Business Trip” project is an attempt to gain positive experience and practice from the past, to offer it in an improved form to artists whom we will invite in the future on a creative business trip to Ozurgeti to introduce them to our region and city; share their creative experiences and create new works of art.~Проект «Творческий Командировка» — это попытка получить положительный опыт и практику из прошлого, предложить в усовершенствованном виде художникам, которых мы пригласим в будущем в творческую командировку в Озургети, чтобы познакомить с нашим краем, городом; поделились своим творческим опытом и создали новые художественные произведения.
“თანამედროვე ფოტო-გრაფია”~”Modern Photo-graphy”~”Современная фото-графия”
საგამოფენო საქმიანობაში ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა თანამედროვე ფოტოხელოვანებთან თანამშრომლობა. ამ დარგის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, როგორც თანამედროვე სახვითი ესთეტიკის გამოვლინება. ოთხი წლის განმავლობაში ცენტრი თანამშრომლობდა თბილისის ფოტო-გალერეა “კონტეინერთან” ცნობილ ქართველ ფოტოგრაფებთან გურამ წიბახაშვილთან და თინათინ კიღურაძესთან. პროექტი ითვალისწინებს: გამოფენის პრეზენტაციას, კატალოგების გამოცემას და დაბეჭდილი საგამოფენო ფოტო-ნამუშევრების ცენტრის ფონდისთვის გადაცემას.~One of the areas of the center’s exhibition activities is cooperation with contemporary photographers. Presentation and promotion of this field as a manifestation of modern visual aesthetics. For four years, the center collaborated with famous Georgian photographers Guram Tsibakashvili and Tinatin Kiguradze from the Tbilisi photo gallery “Container”. The project includes: presentation of the exhibition, publication of catalogs and transfer of printed exhibition photographs to the center’s fund.~Одним из направлений выставочной деятельности центра является сотрудничество с современными фотохудожниками. Презентация и продвижение этой сферы как проявления современной изобразительной эстетики. Четыре года центр сотрудничал с известными грузинскими фотографами Гурамом Цибакашвили и Тинатин Кигурадзе из тбилисской фотогалереи «Контейнер». Проект предусматривает: презентацию выставки, издание каталогов и передачу в фонд цетра печатных выставочных фоторабот.
ჩატარებული გამოფენების კატალოგი 1989 წლიდან დღემდე~Catalog of exhibitions held since 1989~Каталог выставок, прошедших с 1989 года
1989
- 1989 წლის 6 ოქტომბერი — ოზურგეთელი მხატვრების ნამუშევრების პირველი გამოფენით გაიხსნა სამხატვრო გალერეა.
- 1989 წლის 4 დეკემბერი — თბილისიდან მოწვეული ვიდეო სტუდია „ბალთა”-ს (მზის ცრემლი) მიერ გაიმართა ფილმის „ნუ გეშინიათ” ჩვენება. შედგა ამავე სტუდიის წევრების: ვახტანგ ხარატიშვილი, მერაბ კაციტაძე, დავით შალიკაშვილი და რამაზ ჯოჯუას ნამუშევრების გამოფენა. სულ წარმოდგენილი იყო 40 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. მათ მოინახულეს ბავშვთა ინტერნატი და საჩუქრად გადასცეს კინო ფირის გამშვები აპარატურა. (აღნიშნული ღონისძიებების კატალოგი, შთაბეჭდილებების წიგნი და ვიდეო მასალა ინახება ცენტრის არქივში).
- 1989 წლის 29 დეკემბერი — შედგა ოზურგეთის სამხატვრო სკოლის ბავშვთა ნამუშევრების რეტროსპექტიული გამოფენა და საახალწლო კარნავალი.
1990
- 1990 წლის 7 თებერვალი — აჭარის მხატვართა კავშირის ფონდის და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40 მხატვარმა.
3 აპრილს ბათუმის გალერეაში მიიწვიეს ოზურგეთელი მხატვრები. - 1990 წლის 20 მარტი — გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა რიჩარდ ინგლენდისა (მალტა) და ხორსტ ფონ ბასევეცის (გფრ) არქიტექტურული პროექტების ფოტო მასალებით, რომელიც არქიტექტორმა გ. სალუქვაძემ ჩამოიტანა ოზურგეთში.
- 1990 წლის 9 აპრილი — მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებული ფაქტების დოკუმენტური ფოტო-მასალების გამოფენა. მონაწილეობდნენ: მიხეილ მათველაშვილის, ვარლამ გენგიურის, გიორგი ცაგარელის, იური მეჩითოვის, გურამ წიბახაშვილის და იური როსტის ნამუშევრები. სულ წარმოდგენილი იყო 174 ფოტო, რომელიც გალერეას მხატვარმა დ. შარაშიძემ გადასცა.
- 1990 წლის 3 მაისი — თეატრის ცნობილი მხატვრის, შოთა დარჩიას პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იქნა 61 ფერწერული ტილო და სპექტაკლების ესკიზები.
- 1990 წლის 26 მაისი — თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა. მონაწილეობდა 9 ოზურგეთელი მხატვარი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 43 ნამუშევარი.
- 1990 წლის 18 ივნისი — ხვიჩა მანდიაშვილის (იმჟამად პატიმრობაში მყოფი) პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო 56 გრაფიკული ნამუშევარი, რომლებიც ცნობილმა მხატვარმა, მარინე უჯმაჯურიძემ ჩამოიტანა ოზურგეთში.
- 1990 წლის 24 ივლისი — სპეციალობით მუსიკოსისა და თვითნასწავლი მხატვრის, ამირან ბალანჩივაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო 49 გრაფიკული ნამუშევარი.
- 1990 წლის 10 აგვისტო — შემოქმედებითი სახელოსნოს წევრთა გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 8 მხატვარმა. წარმოდგენილი იყო 14 ნამუშევარი.
- 1990 წლის 16 სექტემბერი — გაიხსნა ჩვენი სამხატვრო ასოციაციის წევრის, თინიკო ჟღენტის პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 49 გრაფიკული ნამუშევარი.
- 1990 წლის 25 ნოემბერი — მხატვართა, არქიტექტორთა და დიზაინერთა ასოციაციის წევრთა დაგვიანებული „საშემოდგომო გამოფენა”. გამოფენაში მონაწილეობდა 27 ადამიანი, ხოლო წარმოდგენილი იყო 87 ნამუშევარი.
- 1990 წლის დეკემბერი — ჩატარდა „კარნავალი” ბავშვთა გამოფენით.
1991
- 1991 წლის 15 იანვარი — საშობაო გამოფენა ოზურგეთის სამხატვრო სკოლის მონაწილეობით. წარმოდგენილი იყო 50 მხატვრული ნამუშევარი.
- 1991 წლის 3 აპრილი — შემოქმედებითი სახელოსნოს წევრის, მირანდა ვანიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. სულ წარმოდგენილი იყო 70 ფერწერული ტილო.
- 1991 წლის 10 მაისი — შემოქმედებითი სახელოსნოს წევრის, თვითნასწავლი მხატვრისა და ოზურგეთის თეატრის მსახიობის — ირინა უჯმაჯურიძის პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო 40 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.
- 1991 წლის 28 ივნისი — ლატვიელი ფოტო-მხატვრის, რიმანტას დიხავიუჩისესის ფოტო-ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო 40 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.
- 1991 წლის 24 ივლისი — თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგის, ვახტანგ მეგრელიშვილის ოფორტების პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო 15 ოფორტი.
- 1991 წლის 19 აგვისტო — ოზურგეთელ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ რაიონის საშუალო სკოლის მოსწავლეები.
- 1991 წლის 8 სექტემბერი — ოზურგეთის სამხატვრო სკოლის სტუდიური გამოფენა. მონაწილეობა მიიღო 14 ბავშვმა 19 ნამუშევრით.
- 1991 წლის ოქტომბერი — თბილისის მხატვრის სახლის ფონდის ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იყო 40 ხელოვნების ნიმუში.
- 1991 წლის 25 ნოემბერი — შემოქმედებითი სახელოსნოს წევრების გამოფენა-აქცია. მონაწილეობა მიიღო 14 მხატვარმა 14 ნამუშევრით (პოპ არტი, ავანგარდი, აბსტრაქცია).
1992
- 1992 წლის 9 აპრილი — გაკეთდა ეროვნული მოძრაობის ამსახველი დოკუმენტური ფოტო-სტენდი და მოეწყო მხატვრული პლაკატის ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობდა 4 ადამიანი წარმოდგენილი 20 პლაკატით.
შეკრებილმა საზოგადოებამ პატივი მიაგო დაღუპულთა სულებს და გაიმართა მსვლელობა შემოქმედის საეპარქიო მონასტრისა და ნინო თოიძის საფლავისაკენ. - 1992 წლის 26 მაისი — შემოქმედებითი სახელოსნოს წევრის, დიმიტრი სურგულაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო 30 ფერწერული ტილო.
- 1992 წლის 26 ივნისი — ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მხატვრების ესკიზების გამოფენა. მონაწილეობდა 5 მხატვარი. სულ წარმოდგენილი იყო 25 გრაფიკული ნამუშევარი.
- 1992 წლის 7 სექტემბერი — შემოქმედებითი სახელოსნოს წევრების ავანგარდული გამოფენა. მონაწილეობდა 9 მხატვარი. სულ წარმოდგენილი იქნა 51 ფერწერული ტილო, რომელიც მოსკოვში მდებარე ქართულ კულტურულ ცენტრ „მზიურში” წარსადგენად იყო შერჩეული.
- 1992 წლის 15 ოქტომბერი — სამხატვრო სკოლის ბავშვების ნამუშევრების თემატური გამოფენა „ბუნება”. მონაწილეობა მიიღო 35 ბავშვმა 35 ნამუშევრით.
1993
- 1993 წლის 15 იანვარი — გიორგი მკოიანის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მხატვართა სალონში (დარბაზი #1). წარმოდგენილი 50 ნამუშევრიდან გაიყიდა 10.
- 1993 წლის 25 მარტი — ოზურგეთელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სულ წარმოდგენილი იყო 70 ნამუშევარი, ხოლო გაიყიდა 31.
- 1993 წლის 9 აპრილი — ოზურგეთელ მხატვართა ნამუშევრების „საგაზაფხულო გამოფენა”. მონაწილეობდა 70 მხატვარი, სულ წარმოდგენილი იყო 74 ნამუშევარი.
- 1993 წლის 26 მაისი — ოზურგეთის ეროვნული მოძრაობის ამსახველი ფოტო-დოკუმენტური გამოფენა (ფირის ჩვენებით). მასალები გადაეცა ოზურგეთის არქივს.
- 1993 წლის 4 სექტემბერი — „საშემოდგომო გამოფენა”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 39 მხატვარმა 80 ნამუშევრით. გამოფენის გახსნის შემდეგ შედგა აუქციონი, რომელზეც გაიყიდა 47 ნამუშევარი.
1994
- 1994 წლის 16 იანვარი — ხეზე რეწვის ოსტატების საშობაო გამოფენა. წარმოდგენილი იყო 64 ნაკეთობა.
- 1994 წლის აპრილი — #3 დარბაზში მოეწყო საქართველოში ეროვნული მოძრაობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალების ჩვენება, ხოლო #1 და #2 დარბაზებში შედგა ოზურგეთელ მხატვართა თემატური გამოფენა.
- 1994 წლის 26 მაისი — ხელმეორედ მოეწყო თბილისის მხატვართა სახლის ფონდის 33 ნამუშევრის გამოფენა #2 დარბაზში.
ხოლო #3 დარბაზში შედგა სადღესასწაულო დღისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნა.
გამოფენაში მონაწილეობდნენ პროფესიონალი და თვითნასწავლი მხატვრები. წარმოდგენილი იყო 101 ნამუშევარი. - 1994 წლის 5 ივლისი — შემოქმედებითი სახელოსნოს წევრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „ვერნისაჟი”. სულ წარმოდგენილი იყო 38 ნამუშევარი, საიდანაც 10 გაიყიდა.
- 1994 წლის 5 აგვისტო — შემოქმედებითი სახელოსნოს წევრის, მირანდა ვანიძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 80 ფერწერული ტილო, ხოლო გაიყიდა 25 ნამუშევარი.
- 1994 წლის 15 სექტემბერი — მარინა უჯმაჯურიძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო 29 ფერწერული ტილო.
- 1994 წლის 18 ოქტომბერი — შემოქმედებითი სახელოსნოს წევრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 38 ფერწერული ტილო, საიდანაც საკმაოდ მაღალი ღირებულებით გაიყიდა 7 ნამუშევარი. აღნიშნული ტილოები შეიძინა გამგებელმა, გიორგი გოგიბერიძემ და თბილისელმა სტუმრებმა.
- 1994 წლის 11 ნოემბერი — გაიხსნა ბავშვთა გამოფენა #2 დარბაზში, ხოლო #3 დარბაზში შედგა შემოქმედებითი სახელოსნოს წევრების დ. შალიკაშვილის და ხათუნა ბებურიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა (გრაფიკა).
1995
- 1995 წლის 5 იანვარი — შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა. გამოფენის ორგანიზატორი იყო საპატრიარქოს გურიის ახალგაზრდული ცენტრი „ძლევაი”, ხოლო გამოფენის თემა — „ძეგლი და ბუნება”. სულ წარმოდგენილი იყო 121 ნამუშევარი. გამარჯვებულების დასახელება მოხდა თბილისში, ჩვენმა სამმა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვების სიგელი.
- 1995 წელი — არგოში მოეწყო ოზურგეთელ მხატვართა ავანგარდული გამოფენა. მონაწილეობდა 8 მხატვარი 71 ნამუშევრით.
- 1995 წლის 26 მაისი — თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი, ოზურგეთის სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებულთა, ახალგაზრდული გამოფენა. მონაწილეობდა 5 ავტორი.
- 1995 წლის 5 ივნისი — შედგა მსოფლიოს ბავშვთა მე-3 საერთაშორისო კონკურში მონაწილე ნორჩი მხატვრების ნამუშევრების თემატური გამოფენა ,,იერუსალიმი – 3000 წლისაა“. 25 ივნისს ოზურგეთელი ბავშვების ნამუშევრები გაიგზავნა თბილისში, რომლებიც შემდეგ მეუფე გრიგოლმა (ფოთის ეპისკოპოსი) ჩამოგვიტანა თბილისიდან.
- 1995 წლის სექტემბერი — სექტემბერში გაიხსნა შემოქმედებითი სახელოსნოს 8 მხატვრის გამოფენა, მიძღვნილი გალერეის 5 წლისთავისადმი.
- 1995 წლის 11 ოქტომბერი — ცნობილი მხატვრის, გურიის მკვიდრის, მარინა უჯმაჯურიძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა. გამოიფინა 30 ფერწერული ნამუშევარი.
- 1995 წლის 11 ნოემბერი — შემოქმედებითი სახელოსნოს წევრის, აკადემიის დიპლომანტის დავით შალიკაშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა.
- 1995 წლის 18 დეკემბერი — გალერეის სახელოსნოს ყოფილი წევრების, ცნობილი მხატვრების, ძმების ემზარ და ზაზა ხაბულიანების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო 35 ფერწერული ტილო.
1996
- 1996 წლის 15 იანვარი — გურიის მხარის მხატვართა ნამუშევრების რეგიონალური გამოფენა. მონაწილეობდნენ მხატვრები ოზურგეთიდან, ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან. გამოფენილი 60 ნამუშევრიდან ნაწილი დაცულია გალერეის ფონდში.
- 1996 წლის 5 აპრილი — შედგა მუდმივი ექსპოზიცია #2 დარბაზში გამოფენა-გაყიდვის სახით. გამოიფინა 27 ნამუშევარი. გაიყიდა 8 ნამუშევარი.
- 1996 წლის 26 მაისი — თავისუფლების და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, გამოფენა-აქცია. ღონისძიებას დაესწრო ადგილობრივი მთავრობა, რწმუნებული მ. ჭკუასელი.
- 1996 წლის ივნისი — მოეწყო გამოფენა ვერნისაჟი, მონაწილეობდა 8 მხატვარი 32 ნამუშევრით. გალერეის ექსტერიერში მოეწყო პორტრეტების ხატვა.
- 1996 წლის 19 სექტემბერი – 9 ოქტომბერი — გარდაცვლილი მხატვრის, ავთანდილ ხეცურიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 1996 წლის 11 ოქტომბერი — შემოქმედებითი სახელოსნოს წევრის, დიმა სურგულაძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა. გაიყიდა 1 ნამუშევარი, შეიძინა ქალაქის მერიამ.
1997
- 1997 წლის 8 იანვარი — ნიკო ფიროსმანაშვილის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა. მონაწილეობდნენ ოზურგეთის მხატვართა, არქიტექტორთა და დიზაინერთა ასოციაციის წევრები. გამოფენის შემდეგ შედგა საიუბილეო ვახშამი.
- 1997 წლის 9 აპრილი — 9 აპრილს მიეძღვნა ოზურგეთის სამხატვრო ასოციაციის წევრთა 12 კაციანი გამოფენა-აქცია. სულ გამოფენილი იყო 38 ნამუშევარი.
- 1997 წლის 30 აპრილი — „მხატვრის კვირეული“ მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა. სულ გამოიფინა 18 ნამუშევარი. გაიყიდა ერთი ნამუშევარი. მთელი კვირის განმავლობაში გალერეის ექსტერიერში მიმდინარეობდა პორტრეტების ხატვა.
- 1997 წლის 26 მაისი — შედგა თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი, თეატრის გარდაცვლილი მხატვრის, ლადო მალაზონიას პერსონალური გამოფენა-გახსენება.
- 1997 წლის 10 აგვისტო — გრაფიკოსი მხატვრების, ბათუმელი შალვა მურმანიძისა და ფოთელი გია გვიჩიას მონოტიპიების გამოფენა. ავტორები ოზურგეთის სამხატვრო გალერეასთან არსებული დაზგური გრაფიკის სახელოსნოს სტუმრები იყვნენ 3 თვის განმავლობაში. გამოფენის გახსნას დაესწრნენ სტუმრები სხვადასხვა ქალაქებიდან.
- 1997 წლის 12 სექტემბერი — ტურისტულ-ალპინისტური საზოგადოების „გურიის მთები“ ეგიდით მოეწყო ცნობილი მთასვლელისა და ფოტო-მხატვრის გურამ თიკანაძის 65 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა. წარმოდგენილი იყო გურამ თიკანაძის ფოტოები და ადგილობრივი ფოტო-მხატვრების: ნარიმან ერქომაიშვილის, რევაზ ცქვიტინიძისა და შოთა ცხომელიძის მხატვრული ფოტოები.
- 1997 წლის 25 დეკემბერი — ოზურგეთელი მხატვრების ნამუშევრების „საშემოდგომო გამოფენა“. მონაწილეობდა 29 მხატვარი.
1998
- 1998 წლის 9 იანვარი — ბავშვთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა.
- 1998 წლის 9 აპრილი — ტრაგიკულ დღეს მიეძღვნა ოზურგეთელი მხატვრების „საგაზაფხულო გამოფენა“.
- 1998 წლის 26 მაისი — დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მხატვართა ასოციაციის ნამუშევრების გამოფენა.
- 1998 სექტემბერი — რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
- 1998 წელი — დაიწყო გალერეის ინტერიერის რეკონსტრუქცია, რომელიც ოზურგეთის დეპუტატის ზაზა სიორიძის თანადგომით განხორციელდა. ასევე კეთილმოეწყო გალერეის ფონდსაცავი.
1999
- 1999 წლის 26 მაისი — სამხატვრო გალერეის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი „საგაზაფხულო გამოფენა“ .
2000
- 2000 წლის მარტი — ადგილობრივი მხატვარი ქალების ნამუშევრების გამოფენა. (მხატვრობა, ნაქარგობა, გობელენი.)
- 2000 წლის 12 მაისი — ხალხური რეწვის ნიმუშების რეგიონალური გამოფენა.
- 2000 წლის 26 მაისი — ქართული საბრძოლო ხელოვნების — ხრიდოლის ამსახველი ფოტო-გამოფენა, ნაჩვენები იყო ვიდეო მასალები.
- 2000 წლის 6 ოქტომბერი — ნორჩი მხატვრის, გიორგი შალიკაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2000 წლის 18 ოქტომბერი — გარდაცვლილი ნორჩი მხატვრის, ლადო მაჭავარიანის პერსონალური გამოფენა.
- 2000 წლის 27 ოქტომბერი — ოზურგეთელი ფოტო-ხელოვანის, რევაზ ცქვიტინიძის პერსონალური ფოტო-გამოფენა.
- 2000 წლის 31 დეკემბერი — 3000 წლოვანი სახელმწიფოებრიობისა და 2000 წლოვანი სარწმუნოების თარიღებთან დაკავშირებით მოეწყო გურიის რეგიონის მხატვართა ნამუშევრების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი.
2001
- 2001 წლის 25 აპრილი — თბილისის ეროვნულ გალერეაში მოეწყო გურიის რეგიონის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოიცა საინფორმაციო კატალოგი რომელშიც შევიდა 22 მხატვარი.
- 2001 წლის 21 მაისი — გურიის მხარის პედაგოგთა და მოსწავლეთა გამოფენა.
- 2001 წლის 26 მაისი — ოზურგეთის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების რეტროსპექტული გამოფენა.
- 2001 წლის 28 ივნისი — გაიხსნა თბილისელი მხატვრების, „არქივარიუსთა ჯგუფის“ წევრთა განახლებული გამოფენა. (ხელმძღვანელი გია ბუღაძე) გალერეის ეგიდით გამოიცა გამოფენის ამსახველი კატალოგი სახელწოდებით „თბილისი-ოზურგეთი” და გამოიცა გაზეთი „ორიონის” სპეციალური ნომერი.
- 2001 წლის 30 ნოემბერი — შორენა კიკუტაძის პერსონალური გამოფენა.
- 2001 წლის 12 დეკემბერი — ნატო ჯაფარიძის პერსონალური გამოფენა.
- 2001 წლის 26 დეკემბერი — კოტე თოდრაძის პერსონალური გამოფენა.
2002
- 2002 წლის 9 აპრილი — 9 აპრილისადმი მიძღვნილი ოზურგეთელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
- 2002 წლის 26 აპრილი — გაიხსნა ავთანდილ თავართქილაძის, ხვიჩა დობორჯგინიძის, დავით შალიკაშვილის, ნათია გარაყანიძის, დიმა სურგულაძის, ამირან ზაქარიაძის ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა.
- 2002 წლის 26 მაისი — გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აჭარის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
- 2002 წლის 27 მაისი — ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა.
- 2002 წლის 31 მაისი — ნინო რამიშვილისა და თენგიზ სუხიშვილის ქართული ნაციონალური ცეკვის ანსამბლის გასტროლების ამსახველი თენგიზ ურთმელიძის ფოტო-დოკუმენტური მასალების გამოფენა. მიძღვნილი ჯუმბერ დუნდუას დაბადებიდან 60 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 40 წლისთავისადმი.
- 2002 წლის 8 ოქტომბერი — მოეწყო შშმ ბავშვთა, გიგი და უჩა მიქატაძეების ნამუშევრების გამოფენა.
2003
- 2003 წლის 9 აპრილი — ქალაქ ბათუმში მოეწყო ოზურგეთელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. მიეძღვნა 9 აპრილს.
- 2003 წლის 5 მაისი — ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა. ახალი მემარჯვენეების ახალგაზრდული ორგანიზაციის „ირისე”-ს ეგიდით.
- 2003 წლის 20 მაისი — კიევის ბავშვთა სამხატვრო აკადემიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
- 2003 წლის 25 მაისი — საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოზურგეთელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა.
- 2003 წლის 1 ივნისი — გამოფენა „მშვენიერება თოჯინების სამყაროში”. ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა.
- 2003 წლის 23 ივლისი — კომპანია „არსი” და ოზურგეთის განვითარების ფონდის ფოტო-გამოფენა „ქართული სახლი”.
- 2003 წლის 10-17 ოქტომბერი — კულტურის საერთაშორისო ბაზრობა. ქალაქი თბილისი.
- 2003 წლის 29 დეკემბერი — ოზურგეთის სამხატვრო სკოლის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა რეტროსპექტული გამოფენა.
2004
- 2004 წლის 30 იანვარი — ვარდების რევოლუციის ამსახველი ფოტო-დოკუმენტური მასალების გამოფენა სახელწოდებით „რევოლუციური ფოტო”. შედგა შეხვედრა რევოლუციური კომიტეტის წევრებთან.
- 2004 წლის 9 აპრილი — 9 აპრილისადმი მიძღვნილი ფოტო-დოკუმენტური მასალების გამოფენა. ვიდეო მასალების ჩვენება.
- 2004 წლის 23 აპრილი — მხატვრის კვირეულისადმი მიძღვნილი გამოფენა-აქცია გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე (პორტრეტის ხატვა, ცარცით ხატვა).
- 2004 წლის 26 მაისი — დამოუკიდებლობისა და მერაბ კოსტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ფოტო მასალების გამოფენა.
- 2004 წლის 8 ივლისი — აფხაზ მხატვართა, სპარტაკ კუდბასა და თეა გასვიანის, პერსონალური გამოფენა.
- 2004 წლის 14 ივლისი — ოზურგეთელ მხატვართა გასვლითი გამოფენა ფოთში.
- 2004 წლის აგვისტო — გასვლითი გამოფენა ქალაქ ურეკში, სასტუმრო „ელიტა”.
- 2004 წელი — ოზურგეთელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
- 2004 წლის 5 ნოემბერი — მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიერ მოწყობილი ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა „ჯადოსნური ოსტატი”.
- 2004 წლის 14 დეკემბერი — თსუ-ს სტუდენტთა და ასპირანტთა სამეცნიერო საზოგადოების ფილიალის განყოფილებამ მოაწყო სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ყოველ ჩვენთაგანში მზეა”.
- 2004 წლის 21 დეკემბერი — თვითნასწავლი მხატვრის, კახა ჩავლეიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
2005
- 2005 წლის 7 იანვარი — ოზურგეთელ მხატვართა ნამუშევრების საშობაო გამოფენა.
- 2005 წლის 26 მარტი — მხატვართა გილდიის თავჯდომარის გიორგი გუგუშვილის ინიციატივით მოეწყო გამოფენა, „ვარდისფერი სივრცე”. მონაწილეობდნენ: გიორგი გუგუშვილი, ლაზარე გუგუშვილი, გეგა პაქსაშვილი, კოტე ჯინჭარაძე, დავით ბადრიძე და ნინო მოდებაძე.
- 2005 წლის 9 აპრილი — თბილისის არქივის ფოტო-დოკუმენტური მასალების გამოფენა.
- 2005 წლის 2 მაისი — თბილისის მხატვრის სახლის ფონდის ნამუშევრების გამოფენა. 40 ფერწერული ტილო, რომელიც დღესდღეობით ჩვენი გალერეის ფონდში ინახება.
- 2005 წლის 26 მაისი — თბილისის აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრების ფოტო-გამოფენა. მონაწილეობდა 18 ავტორი.
- 2005 წელი — გაიხსნა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოზურგეთისა და ჩოხატაურის სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. 43 ბავშვმა მოხატა ქალაქის ინტერიერში ერთ-ერთი კედელი.
- 2005 წლის 28 ივნისი — შედგა შშმ ბავშვთა გიგი და უჩა მიქატაძეების ნამუშევრების გამოფენა. გალერეის სახელით უჩას გადაეცა საჩუქრად სახატავი საშუალებები.
- 2005 წლის 10 ივლისი — მოეწყო ჭანიეთის მკვიდრთა ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა.
- 2005 წლის 8 აგვისტო — ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ოფისის მიერ ორგანიზებული ფოტოგრაფის რევაზ ცქვიტინიძის ნამუშევრების ფოტო-გამოფენა.
- 2005 წლის 3 სექტემბერი — მოეწყო ოზურგეთის საშუალო საჯარო სკოლების ნორჩ მხატვართა ნამუშევრების რეტროსპექტიული გამოფენა.
- 2005 წლის 25 ნოემბერი — ფოთელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეობდა 22 ავტორი, 53 ნამუშევრით.
- 2005 წლის 28 დეკემბერი — ოზურგეთელი მხატვართა ნამუშევრების საახალწლო გამოფენა. მონაწილეობდა 10 ავტორი 35 ნამუშევრით.
2006
- 2006 წლის 22 იანვარი — გურიის რეგიონში მცხოვრები უკრაინელების ორგანიზებით მოეწყო საქართველოსა და უკრაინის მეგობრობის ამსახველი ფოტო გამოფენა, ასევე ბავშვთა ნახატების გამოფენა — „ბავშვების თვალით დანახული უკრაინა”.
- 2006 წლის 9 აპრილი — შემოქმედება რელიგიაში. წარმოდგენილი იყო რეგიონში არსებული ეკლესია-მონასტრების ფოტოები.
- 2006 წლის 2 ივნისი — საქართველოს ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალი. თვითნასწავლ მხატვართა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა.
- 2006 წლის 18 ივნისი — გალერეას ესტუმრა საქართველოს პირველი ლედი — სანდრა რულოვსი. მოეწყო გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი მხატვრები: ა. თავართქილაძე, ნ. ყალიჩავა და კ. თოდრაძე.
- 2006 წლის 13 სექტემბერი — ოზურგეთელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. გალერეას სტუმრობდა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე — ნიკა ვაჩეიშვილი.
- 2006 წლის 23 ნოემბერი — რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილი ხალხური რეწვის გამოფენა.
- 2006 წლის 25 დეკემბერი — ოზურგეთელ მხატვართა საახალწლო გამოფენა.
2007
- 2007 წლის 7 იანვარი — ოზურგეთელ მხატვართა საახალწლო გამოფენა.
- 2007 წლის 8 მარტი — საღამო-შეხვედრა „გაზაფხული და ქალი ერთია” ქალთა ნამუშევრების გამოფენა.
- 2007 წლის 9 აპრილი — 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული დღისადმი მიძღვნილი ფოტო-მასალების გამოფენა.
- 2007 წლის 26 მაისი — ედმონდ და ცირა კალანდაძეების ნამუშევრების გამოფენა.
- 2007 წლის 17 სექტემბერი — შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2007 წლის 9 ოქტომბერი — მზია კვინტრაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
2008
- 2008 წლის 18 იანვარი — როზა და ნელი ტყეშელიაძეების ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2008 წლის 3-8 მარტი — 3-8 მარტის დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია „მშვენიერების ამ დღესასწაულს მრავალ ათას წელს კვლავაც გვაწვიეთ”.
- 2008 წლის 9 აპრილი — 9 აპრილის ტრაგიკული დღისადმი მიძღვნილი გამოფენა „სხვა საქართველო”. წარმოდგენილი იყო წერილები, ფოტოები და გამოცემები სარგის კაკაბაძის არქივიდან.
- 2008 წლის 2 მაისი — მარინა სუნგულიასა (მესამე დარბაზი) და მანანა ქუთათელაძის (პირველი დარბაზი) ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2008 წლის 20 მაისი — ხვიჩა დობორჯგინიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა-გაყიდვა.
- 2008 წლის 26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოზურგეთელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
- 2008 წლის 2 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოზურგეთისა და ჩოხატაურის სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
- 2008 წლის 12 ივნისი — ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის კურსდამთავრებული, თამთა დოლიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2008 წლის 22 ოქტომბერი — ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
- 2008 წლის 24 ნოემბერი — მეუფე იოსების ფოტო-ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
2009
- 2009 წლის 8 მარტი — ცირა კალანდაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „გაზაფხული და ქალი ერთია”.
- 2009 წლის 20-29 ივნისი — ურეკის კულტურის სახლი (გასვლითი გამოფენა), მესამე საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალი „ოქროს საწმისის ძიებაში”. გურულ მხატვართა გამოფენა-გაყიდვა.
- 2009 წლის 3 ივნისი — გრიგოლეთი, სასტუმრო ”ანდამატი”, ევროპის რეგიონთა ასამბლეის პირველი შეხვედრა-სემინარი. გურულ მხატვართა გამოფენა-გაყიდვა.
- 2009 წლის 6 აგვისტო — საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტრო, ვიზუალური კვლევის ცენტრი და თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი — სურათების გალერეა. თანამედროვე ხელოვნების რეგიონალური გამოფენა „საქართველო”.
- 2009 წლის 16 ოქტომბერი — გედრიუს ბგდონასის, მარიუს აბრამავიჩუსის, გია ბუღაძის და გია გუგუშვილის ნამუშევრების გამოფენა.
- 2009 წლის 19 ოქტომბერი — საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო ფოტო-გამოფენა „საქართველოს გზების მატიანე”.
- 2009 წლის ნოემბერი — საქართველოს კულტურის ხელშეწყობის და განვითარების ფონდი, საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ — ფოტო-გამოფენა „დემოკრატია ჩვენ გარშემო”.
2010
- 2010 წლის 21 იანვარი — თბილისის სახელმწიფო აკადემიის ფერწერის მიმართულების მაგისტრანტების შემოქმედებითი გაერთიანება „ფერადი ნავი”-ს ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეობდა 7 მხატვარი 24 ნამუშევრით.
- 2010 წლის 10 თებერვალი — სურათების გალერეის ფონდის ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იყო 23 მხატვრის 76 ნამუშევარი.
- 2010 წლის 26 თებერვალი — დიმიტრი სურგულაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2010 წლის 7 მარტი — ნინო და გოჩა ჯოხაძეების ნამუშევრების გამოფენა.
- 2010 წლის 12 მარტი — აჭარის ხელოვნების მუზეუმი, ავთანდილ თავართქილაძის პერსონალური გამოფენა (გასვლითი გამოფენა).
- 2010 წლის 31 მარტი — ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეობდა 5 ავტორი 49 ნამუშევრით.
- 2010 წლის 16 ივნისი — აჭარის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. (22 ავტორი, 33 ნამუშევარი).
- 2010 წლის 19 ივლისი — საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი, საქართველოს სამხატვრო აკადემია — ფოტო-გამოფენა „ვინ არის შემდეგი”. წარმოდგენილი იყო 48 ფოტონამუშევარი.
- 2010 წლის 15 სექტემბერი — ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების რეგიონალური გამოფენა.
- 2010 წლის 11-12 ოქტომბერი — გალერეის 20 წლის იუბილე.
- 11 ოქტომბერი — #3 დარბაზი — გურიის რეგიონის მხატვართა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა. #2 დარბაზი — ავთანდილ თავართქილაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 12 ოქტომბერი — კონფერენცია თემაზე „სახელმწიფო კულტურული პოლიტიკა და რეგიონალური ინსტიტუციები”. შეხვედრა ჩატარდა ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში.
- 2010 წლის 12 ნოემბერი — პოლონეთის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
2011
- 2011 წლის 20 მარტი — ნორჩი ავტორის, საბა დარჩიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2011 წლის 9 აპრილი — 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ფოტო-დოკუმენტური მასალების გამოფენა.
- 2011 წლის 26 აპრილი — დ. კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექცია „თეატრისა და კინოს მხატვრობა”.
- 2011 წლის 13 მაისი — საზოგადოებრივი პროკურორი.
- 2011 წლის 20 მაისი — პოლონეთის პრეზიდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა „ხსოვნა”.
- 2011 წლის 15 ივლისი — „არაჩვეულებრივი გამოფენა”.
- 2011 წლის 30 აგვისტო — ფოტო-გამოფენა „ბრიზი მთაში”.
- 2011 წლის 11 ნოემბერი — გურიის რეგიონის მხატვართა კავშირის საშემოდგომო გამოფენა.
2012
- 2012 წლის 10 იანვარი — ბავშვთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა-კონკურსი.
- 2012 წლის 28 იანვარი — იური ჩიხლაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა-გახსენება. ლიტერატურული კომპოზიცია.
- 2012 წლის 8 მარტი — გამოფენა სახელწოდებით „მე ქალი ვარ”. ა(ა)იპ „ქალები რეგიონის განვითარებისათვის”.
- 2012 წლის 17 აპრილი — ჯუმბერ დუნდუას იუბილისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა.
- 2012 წლის 18 ივლისი — გასვლითი გამოფენა დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, ავთანდილ თავართქილაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2012 წლის 20 სექტემბერი — გურიის რეგიონის სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი „ძალა ერთობაშია”.
- 2012 წლის 30 ნოემბერი — გურიის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრთა საშემოდგომო გამოფენა.
- 2012 წლის 25 დეკემბერი — გიორგი კალანდაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
2013
- 2013 წლის 31 იანვარი — ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი „ზამთრის ვერნისაჟი”.
- 2013 წლის 8 მარტი — დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი, — სულიკო ლომჯარიას, ნინო გორდელაძისა და ლია მოლარიშვილის ნამუშევრების გამოფენა.
- 2013 წლის 21 მარტი — გურიის რეგიონის შემოქმედებითი კავშირის წევრთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა.
- 2013 წლის 9 აპრილი — ლევან ჭოღოშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2013 წლის 26 მაისი — გია ბუღაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „მატიანე ქართლისა”. ოზურგეთელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა ჭადრების ბაღში.
- 2013 წლის 27 ოქტომბერი — ვახტანგ მამეიშვილის პერსონალური გამოფენის გახსნა. სახელობითი „ოქროს პალიტრის” გახსნა გალერეის ექსტერიერში. გამოიცა მხატვრის ნამუშევრების კატალოგი.
- 2013 წლის 28 ნოემბერი — გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის საშემოდგომო გამოფენა.
2014
- 2014 წლის 28 იანვარი — გურიის რეგიონის სამხატვრო სკოლებისა და ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი „ზამთრის ვერნისაჟი”.
- 2014 წლის 8 მარტი — ოზურგეთელ ქალ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
- 2014 წლის 18 მარტი — ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა.
- 2014 წლის 9 აპრილი — გამოფენა „თანამედროვე ქართული ფოტოგრაფია”, მონაწილეობდნენ ფოტოგრაფები: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე, ა. ლორთქიფანიძე და კ. კახიანი.
- 2014 წლის 1 მაისი — გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრთა ნამუშევრების მესამე საგაზაფხულო გამოფენა.
- 2014 წლის 15 მაისი — ზურაბ ჩხარტიშვილის ნამუშევრების ფოტო-გამოფენა „გომის მთის კონტრასტები”.
- 2014 წლის 26 მაისი — ლადო მალაზონიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. სახელობითი „ოქროს პალიტრის“ გახსნა გალერეის ექსტერიერში. გამოიცა მხატვრის ნამუშევრების კატალოგი.
- 2014 წლის 26 ივნისი — ბათუმელი მხატვრის, გელა გორგილაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2014 წლის 28 ივნისი — ჯუმბერ დუნდუას მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენა.
- 2014 წლის 25 სექტემბერი — დავით უღრელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2014 წლის 15 ოქტომბერი — გასვლითი გამოფენა ქალაქ თბილისში, საერთაშორისო ცენტრი „მუზა”. ავთანდილ თავართქილაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2014 წლის 8 ნოემბერი — გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის მეოთხე საშემოდგომო გამოფენა.
2015
- 2015 წლის 29 იანვარი — გურიის რეგიონის სამხატვრო სკოლებისა და ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი „ზამთრის ვერნისაჟი“.
- 2015 წლის 3 მარტი — ბათუმელ ქალ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეობდნენ: ქეთევან ფილიპოვა, დიანა თალაკვაძე, მაია ჭყონია, თამარ დარჩია, ქეთევან ვაჩეიშვილი და მ. კვაჭაძე.
- 2015 წლის 1 აპრილი — თინათინ კიღურაძის და გურამ წიბახაშვილის ფოტო-ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „არსად ისე …”. გამოიცა ნამუშევრების კატალოგი.
- 2015 წლის 7 მაისი — გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა.
- 2015 წლის 6 მაისი — შოთა დარჩიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გაიხსნა სახელობითი “ოქროს პალიტრა”. გამოიცა მხატვრის ნამუშევრების კატალოგი.
- 2015 წლის 28 ივლისი — თელაველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეობდნენ: ზ. ფიცხელაური, ზ. გიკაშვილი და ბ. ბოტკოველი.
- 2015 წლის 5 სექტემბერი — გურიის რეგიონის მხატვართა ნამუშევრების საშემოდგომო გამოფენა.
- 2015 წლის 4 სექტემბერი —
- მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევრების ფოტო-რეპროდუქციული გამოფენა.
- ცენტრს მოენიჭა მერაბ ბერძენიშვილის სახელი. გაიხსნა სახელობითი აბრა ცენტრის გარე კედელზე.
- გამოიცა კატალოგი.
- მერაბ ბერძენიშვილმა ცენტრის ფონდს საჩუქრად გადმოსცა საავტორო ნამუშევარი — შოთა რუსთაველი (დეტალი – თავი, ბრინჯაო).
- 2015 წლის 3 ნოემბერი — რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2015 წელი — მირანდა ვანიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა-გაყიდვა.
2016
- 2016 წლის 17 იანვარი — ანტონ და ჯარჯი ბალანჩივაძეების ნამუშევრების გამოფენა.
- 2016 წლის თებერვალი — გურიის რეგიონის სამხატვრო სკოლებისა და ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი „ზამთრის ვერნისაჟი“.
- 2016 წლის 4 მარტი — თინათინ ჟღენტის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2016 წლის 29 მარტი — მანანა სიხარულიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2016 წლის 12 აპრილი — გურიის რეგიონის მხატვართა „საგაზაფხულო გამოფენა”.
- 2016 წლის 5 მაისი — გურამ წიბახაშვილისა და თინათინ კიღურაძის ფოტო-ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ოზურგეთის კონტრასტები”. გამოიცა გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების კატალოგი.
- 2016 წლის 26 მაისი — ოზურგეთელი მხატვრის, გერონტი ღლონტის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. სახელობითი „ოქროს პალიტრის” გახსნა. გამოიცა მხატვრის ნამუშევრების კატალოგი.
- 2016 წლის 29 ივლისი — პროექტი — „შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში”, მონაწილეობდნენ: ლალი ქუთათელაძე, ქეთევან შალამბერიძე, ირა ლავრინენკო და ტატა ბაქრაძე. დაიბეჭდა პროექტის ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების ლიფლეტი.
- 2016 წლის 29 სექტემბერი — ჩოხატაურელი მხატვრის გურამ (ბორის) მიქაძის პერსონალური გამოფენა.
- 2016 წლის ოქტომბერი — დავით შალიკაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოიცა მხატვრის ნამუშევრების კატალოგი.
- 2016 წლის 23 ნოემბერი — მხატვართა შემოქმედებითი კავშირის მეშვიდე “საშემოდგომო გამოფენა”.
- 2016 წლის 5 დეკემბერი — აჭარის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
- 2016 წლის 8 დეკემბერი — ბათუმელი მხატვრის, მიხეილ კვაჭაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
2017
- 2017 წლის 9 თებერვალი — გურიის რეგიონის სამხატვრო სკოლებისა და ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი „ზამთრის ვერნისაჟი”.
- 2017 წლის 7 მარტი — ხათუნა ბებურიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2017 წლის 1 მაისი — ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”.
- 2017 წლის 15 მაისი — გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრთა საგაზაფხულო გამოფენა.
- 2017 წლის 24 ივნისი — თენგიზ დარჩიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2017 წლის 29 ივლისი — პროექტი „შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში”, დაზგური გრაფიკის გამოფენა. მონაწილეობდნენ: ვახტანგ მეგრელიშვილი, გია გვიჩია, ეკა ორაგველიძე და ავთანდილ თავართქილაძე.
- 2017 წლის 28 სექტემბერი — გურამ წიბახაშვილისა და თინათინ კიღურაძის ნამუშევრების ფოტო-გამოფენა „ჩემი ოზურგეთი”.
- 2017 წლის 7 ნოემბერი — გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრთა ნამუშევრების საშემოდგომო გამოფენა.
2018
- 2018 წლის 9 იანვარი — მეექვსე გამოფენა-კონკურსი „ზამთრის ვერნისაჟი”-ს გამარჯვებული ბავშვების ნამუშევრების გამოფენა. გამოიცა ნამუშევრების კატალოგი და საზეიმოდ გადაეცათ ბავშვებს.
- 2018 წლის 28 თებერვალი — გურიის რეგიონის სამხატვრო სკოლებისა და ოზურგეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი „ზამთრის ვერნისაჟი”.
- 2018 წლის 15 მარტი — ირაკლი თოიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოიცა მხატვრის ნამუშევრების კატალოგი.
- 2018 წლის 15 აპრილი — ეკატერინე ოსტროვსკას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2018 წლის 10 მაისი — ალეკო ლომაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2018 წლის 26 მაისი — გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა.
- 2018 წლის 17 ივლისი — პროექტი „შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში”, მონაწილეობდნენ: ვახტანგ მეგრელიშვილი, შაჰნაზ აგაევა, ეკატერინე ოსტროვსკა, თამაზ დარჩია, ირაკლი თოიძე, გია გვიჩია და ავთანდილ თავართქილაძე.
- 2018 წლის 24 ოქტომბერი — ვასილ მჟავანაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. დეკორატიული ფიგურის „გვიყვარხარ ბაბუ”-ს გახსნა ცენტრის ექსტერიერში. გამოიცა ავტორის ნამუშევრების კატალოგი.
- 2018 წლის 9 დეკემბერი — გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრთა ნამუშევრების საშემოდგომო გამოფენა.
2019
- 2019 წლის 28 თებერვალი — გურიის რეგიონის სამხატვრო სკოლებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი „ზამთრის ვერნისაჟი”.
- 2019 წლის 2 მაისი — გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა.
- 2019 წლის 26 მაისი — გამოფენა „დინასტია” — ბეჟან შველიძე, ლია შველიძე, მურთაზ შველიძე, მამუკა ცეცხლაძე და ლუკა ცეცხლაძე.
- 2019 წლის 9 ივლისი — „შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში”, მონაწილეობდნენ: ვახტანგ მეგრელიშვილი (თბილისი), ავთანდილ თავართქილაძე (ოზურგეთი), კურა ბროდსკაია (მოსკოვი), თამაზ დარჩია (ოზურგეთი), უგნე ჟილიტე (ლიეტუვა), ნერინგა ჟუკაისკაიტე (ლიეტუვა) და გია გვიჩია (ფოთი). გამოიცა მონაწილეთა ნამუშევრების ლიფლეტი.
- 2019 წლის 8 აგვისტო — ქუთაისელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
- 2019 წლის 12 აგვისტო — შემოქმედებითი სახელოსნოს წევრთა ნამუშევრების გამოფენა ქალაქ ბათუმში (გასვლითი გამოფენა).
- 2019 წლის 24 სექტემბერი — გურამ ღლონტის ნამუშევრების პერსონალური გამოფენის გახსნა. სახელობითი „ოქროს პალიტრის” გახსნა. გამოიცა ნამუშევრების კატალოგი.
- 2019 წლის 24 ოქტომბერი — გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის მეცხრე საშემოდგომო გამოფენა.
- 2019 წლის 14 დეკემბერი — გალერეის 30 წლის იუბილე. Gurian-ART სტუდია-სახელოსნოს წევრთა ნამუშევრების გამოფენა. გამოიცა კატალოგი.
- 2019 წლის 24 დეკემბერი — გიორგი კონტრიძის პერსონალური გამოფენა. გამოიცა ნამუშევრების კატალოგი.
2020
- 2020 წლის 18 თებერვალი — მეცხრე გამოფენა-კონკურსი „ზამთრის ვერნისაჟი”.
- 2020 წლის 7 ივლისი — არჩილ კუტალაძის პერსონალური გამოფენა.
- 2020 წლის 29 ივლისი — ეკატერინე ცინცაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2020 წლის 6 აგვისტო — ნინო ნიჟარაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2020 წლის 1 სექტემბერი — ანა ნიკოლაიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
2021
- 2021 წლის 15 ივლისი — ვახტანგ მამეიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოიცა მხატვრის ნამუშევრების კატალოგი.
- 2021 წლის 15 ივლისი — მერაბ ბერძენიშვილის ბიუსტის გახსნა ცენტრის ექსტერიერში. გამოიცა ლიფლეტი.
- 2021 წლის 19-29 ივლისი — პროექტი „შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში”, მონაწილეობდნენ: თეონა ღლონტი, ნინო ბასილაშვილი, მაია ჭყონია, ავთანდილ თავართქილაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ეკა ცინცაძე, ირინა ტორონჯაძე, გია გვიჩია, თამაზ დარჩია და ეკატერინე ოსტროვსკა.
2022
- 2022 წლის 14 აპრილი — ბექა ხინთიბიძის პერსონალური გამოფენა. გამოიცა კატალოგი.
- 2022 წლის 10 მაისი — 2021 წლის პროექტის „შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში” ნამუშევრების კატალოგის გამოცემა.
- 2022 წლის 25 მაისი — გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის საგაზაფხულო გამოფენა.
- 2022 წლის 18 ივლისი — პროექტი „შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში”, მონაწილეობდნენ: ვახტანგ მეგრელიშვილი (თბილისი), ეკატერინე ოსტროვსკა (ოზურგეთი), თამაზ დარჩია (ოზურგეთი), თანდილა თავართქილაძე (ოზურგეთი), ლია მოლარიშვილი (ოზურგეთი), გია გვიჩია (ფოთი), ლარისა პიშა (უკრაინა), ოქსანა სტრატიჩუკი (უკრაინა), საშა ხუდოკონი (გერმანია) და ალექსანდრა ზალივაკო (გერმანია). გამოიცა ნამუშევრების კატალოგი.
- 2022 წლის 27 ივლისი — თემურ მეგრელიშვილის პერსონალური გამოფენა.
2023
- 2023 წლის 1 მარტი — ბათუმელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეობდნენ: დიანა თალაკვაძე, ლუკა ბესელია და ირინა ტორონჯაძე.
- 2023 წლის 24 მარტი — გურიის რეგიონის მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა.
- 2023 წლის 5 მაისი — ხათუნა ბებურიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2023 წლის 8 ივლისი — პროექტი „შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში”, მონაწილეობდნენ: ავთანდილ თავართქილაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ევალდას მიკალაუსკისი, კესტუტის ვასილიუნასი, რობერტა ვაიგელტაიტე-ვასილიუნიენე, ნინო პატარავა, მარიამ დოლიძე, ზურაბ ჭედია, თამარ ინარიძე, ნინო გორდელაძე, მაია გოგოტიშვილი, ხათუნა ბებურიშვილი და მაია თავამაიშვილი.
- 2023 წლის 11 ოქტომბერი — ყაზახი მხატვრის, სერგეი შჩეგოლიხინის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
- 2023 წლის 28 ნოემბერი — გურიის რეგიონის მხატვართა ნამუშევრების “საშემოდგომო გამოფენა.” გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 38 ავტორის 85 ნამუშევრი.
2024
- 2024 წლის 15 მაისი — გურიის რეგიონის მხატვართა კავშირის ,,საგაზაფხულო გამოფენა”. წარმოდგენილი იყო ოცდახუთი ავტორის მიერ შესრულებული ორმოცდაათზე მეტი ნამუშევარი ფერწერაში, გრაფიკაში და დეკორატიულ ხელოვნებაში. გამოფენაზე შედგა ნორჩი მხატვრების ელენე და ანი მუჯირების დებიუტი.
- 2024 წლის 30 მაისი — სერგო გოგოლაძის (ბათუმი) პერსონალური გამოფენა. ექსპოზიცია მოიცავდა ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებულ ორმოცამდე ნამუშევარს.
- 2024 წლის 5 ივნისი — პროექტი „შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში”.
